დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტის სხდომის გაცდენა არასაპატიოდ ჩაუთვალა
ავტორი:
2014/აპრილი/15 14:30:03
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს კომიტეტის დღევანდელი სხდომის გაცდენა არასაპატიოდ ჩაუთვალა.
საკომიტეტო სხდომაზე ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" გამცდენი წევრების გვარები დაასახელა და კოლეგებს გაცდენებთან დაკავშირებით მომზადებული სტატისტიკაც გააცნო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომას არ ესწრება დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, მის გაცდენასთან დაკავშირებით წარდგენილ შეტყობინებაში მიზეზი მითითებული არ არის, რაც ბესელიას განმარტებით, არასაპატიო გაცდენაა. დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან უმცირესობის წევრები: სამველ პეტროსიანი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური. კომიტეტისთვის წარდგენილ წერილში მათი არდასწრების მიზეზად ოჯახური მდგომარეობაა მითითებული.
"ოჯახური მდგომარეობა საპატიო გარემოებად არ ითვლება, ამიტომ ვერ ჩავთვლი, რომ ეს არის საპატიო გაცდენა" , – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკომიტეტო სხდომაზე არ იმყოფება უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ომარ მეგრელიძე და მისი პარლამენტში არმისვლის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობაა მითითებული.
რაც შეეხება სტატისტიკას, ეკა ბესელიამ დღეს კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ 2013-2014 წლებში ჩატარებული კომიტეტის 55 სხდომიდან ჩიორა თაქთაქიშვილს გაცდენილი აქვს 35 სხდომა. აქედან 16-საპატიოდ, 19 – არასაპატიოდ. სულ კომიტეტის 18 სხდომას დაესწრო; აკაკი მინაშვილს 55 სხდომიდან გაცდენილი აქვს 36 სხდომა, აქედან 11 – საპატიოდ, 25 – არასაპატიოდ. სულ კომიტეტის 19 სხდომას დაესწრო; ომარ მეგრელიძეს 26 სხდომა აქვს გაცდენილი, აქედან 16 – საპატიოდ, 10 - არასაპატიოდ, დაესწრო კომიტეტის 29 სხდომას; სამველ პეტროსიანს 55 სხდომიდან გაცდენილი აქვს 26 სხდომა, აქედან 16 – საპატიოდ, 8 – არასაპატიოდ. დაესწრო 31 სხდომას; ნუგზარ წიკლაურს 55 სხდომიდან 32 სხდომა გაცდენილი აქვს, 14 – საპატიოდ, 18 – არასაპატიო,. დაესწრო 23 სხდომას; დეპუტატ მარიამ საჯაიას კომიტეტის რვა სხდომის გაცდენა ეთვლება არასაპატიოდ, ყველა დანარჩენი გაცდენა – საპატიოდ, სასწავლო შვებულების გამო.
ეკა ბესელიამ დღეს უმრავლესობის წევრების გაცდენების სტატისტიკაც მოიკითხა, თუმცა როგორც ითქვა, უმრავლესობა კომიტეტს ესწრება და გაცდენები არ აქვს.
"ყოჩაღ უმრავლესობას!" – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ პარლამენტის რეგლამენტის ის მუხლიც წაიკითხა, რომელიც არასაპატიო გაცდენებზე ხელფასის 10%-ის დაკავებას ითვალისწინებს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია