დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეუთო საქართველოში არჩევნებს საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ დაესწრება
ავტორი:
2014/აპრილი/14 18:30:03
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ორგანიზაციებს ასახელებს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე მოიწვიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად მოწვევის წერილები გაუგზავნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (7 თებერვალი და 11 მარტი), ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს (11 მარტი), ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (14 მარტი) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (14 მარტი).
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საპასუხო წერილში (19 მარტი), მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევის დროულად გაგზავნისათვის და აცნობა, რომ საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ მოახერხებს არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო დაბრკოლება აღმოიფხვრება, ODIHR-მა შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ოფიციალური პასუხი აღნიშნული ორგანიზაციებისგან საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია