დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სერგეენკო - ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მინისტრი, მთავარია, როგორ ვითარდება დარგი
ავტორი:
2014/აპრილი/14 15:00:02
თუ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების საკითხი დადგა, ეს იქნება ახალი გამოწვევის შესაბამისი, - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რომელიც მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებს უკავშირდებოდა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იგივეა, რაც ადრე იყო და ეს გულისხმობს იმას, რომ პირადად მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია პიროვნულად ვინ იქნება მინისტრი.
"პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ იქნება პიროვნულად მინისტრი. მთავარია როგორ ვითარდება დარგი და როგორ პასუხობს გამოწვევებს. შესაბამისად, საკადრო გადაწყვეტილებების საკითხი, თუკი როდესმე დღის წესრიგში დადგება, იქნება ამ ახალი გამოწვევის შესაბამისი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია