დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთრინ ეშტონი უკრაინის ხელისუფლების თავშეკავებულ პოზიციას მხარს უჭერს
ავტორი:
2014/აპრილი/13 18:30:05
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია და უკრაინის ხელისუფლების თავშეკავებულ პოზიციას მხარს უჭერს. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.
ეშტონის განცხადებით, ეუთოს მონიტორინგის მისია თამაშობს და კვლავაც უნდა გააგრძელოს გადამწყვეტი როლის თამაში აქტიური დაკვირვების კუთხითა და მოხსენებით იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რათა მომავალი დეესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.
"სერიოზულად ვარ შეშფოთებული მოქმედებების ტალღით, რომელსაც შეიარაღებული პირები და სეპარატისტული ჯგუფები ახორციელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში და რომლებმაც დაიკავეს შსს-ს შენობა და განყოფილებები სლავიანსკში", – აღნიშნა ეშტონმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას იმის გამო, რომ თავშეკავებულად მოქმედებენ სახელმწიფოს ავტორიტეტისთვის წესრიგის დასამყარებლად. ამასთან, უმაღლესი კომისარი მოუწოდებს რუსეთს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია