დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დარახველიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/12 18:00:03
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო დევნილთა განსახლებისათვის, 107 391 853 ლარის ღირებულების პროექტს ახორცილებს, რომლის ფარგლებშიც, თბილისში, კრწანისის დასახლებაში რვა 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანს, აღნიშნული პროექტის განხორციელების წინ, ბაზრის კვლევა წარმოადგენდა. სამინიტრომ მშენებლებს სატენდერო პირობები გააცნო და ერთი კვირის ვადაში განმეორებითი შეხვედრა დაიგეგმა. მომდევნო შეხვედრაზე სატენდერო პირობები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების რეკომენდაციების საფუძველზე, კიდევ უფრო დაიხვეწება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია