დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ბარამიძემ კიევის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2014/აპრილი/12 15:00:02
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ფონდ "ღია უკრაინის" მიწვევით კიევის საერთაშორისო მე-7 უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, უსაფრთხოების ფორუმს 400-მდე სტუმარი ესწრებოდა.
"ფორუმზე გამომსვლელებს შორის იყვნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენუკი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი (2009-2012წწ) იეჟი ბუზეკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი და ევროპულ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი. საქართველოდან მიწვეული იყო გიორგი ბარამიძე", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
მათივე ინფორმაციით, ფორუმზე განხილული იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და თანამედროვე გამოწვევები ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში.
"11 აპრილს გიორგი ბარამიძე მოხსენებით წარსდგა ფორუმის პანელზე "შავი ზღვის რეგიონის დილემა - მუდმივად ბრძოლის ველზე ყოფნა". თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა უკარინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობას", - აღნიშნავენ პარტიაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია