დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თევდორაძე წყალტუბოში, სოფლის რწმუნებულების გათავისუფლებას აპროტესტებს
ავტორი:
2014/აპრილი/12 13:00:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე წყალტუბოს რაიონში სოფლის რწმუნებულების გათავისუფლებას აპროტესტებს.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თევდორაძემ განაცხადა, რომ წყალტუბოში შვიდი სოფლის რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე თვითმმართველობებში რაიმე კონკურსის ჩატარება წარმოუდგენელია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ კონკურსი უკვე ჩაატარა და სოფლის რწმუნებულები გაათავისუფლა. თევდორაძის თქმით, ის ადამიანები გაათავისუფლეს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდნენ მხარს.
როგორც თევდორაძე აცხადებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" შემცირებული რეიტრინგისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, საფრთხეს გრძნობს და შედეგის მისაღწევად ყოველგვარი კანონიერებისაგან დისტანცირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია