დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჰოლანდია რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აჩერებს
ავტორი:
2014/აპრილი/12 10:00:02
ნიდერლანდები რუსეთთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობას აჩერებს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრ ჟანინ ჰენის-პლასჰერტის განცხადებით, ამის მიზეზი უკრაინის მოვლენებია.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი სამხედროები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლის ორგანიზებასაც ჰოლანდია განახორციელებს. გარდა ამისა, ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას აღარ მიიღებს საერთო ევროპული უსაფრთხოების სამიტში, რომელიც მოსკოვში გაიმართება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის მეთაურობით ჰოლანდიის დელეგაცია გაზისა და ნავთობის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად მოსკოვში აღარ ჩავა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია