დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - შალვა კილაძის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ ჩემი სიმამრია
ავტორი:
2014/აპრილი/11 20:00:02
შალვა კილაძის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ ჩემი სიმამრია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ მისი სიმამრის დაკითხვაზე დაბარების საკითხზე ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შალვა კილაძე მძიმედ არის ავად არის და მისი დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას უკავშირდება.
"ჩემი სიმამრი შალვა კილაძე არის მშრომელი და ცხოვრებით ნატანჯი ადამიანი. ის არის მძიმე ავადმყოფი. მას დღეს წაუყენეს ბრალი, დეტალები ჯერ არ ვიცი. შევარდნაძის დროიდან გაჯის ცეხის თანამფლობელია და არასწორად მოპოვებულ გაჯს ედავებიან. მისი ერთადერთი დანაშაულია ის, რომ არის ჩემი სიმამრი. მეტი მას არაფერი ჩაუდენია. ის იმდენად ავად არის, ერთადერთ რამეზე ვნერვიულობ მეც და ჩემი ოჯახიც, რომ მშვიდობით გადაიტანოს ეს პროცედურები. ვიცი, რომ ღირსებით შეხვდება იმ პროცედურებს, მთავარია მშვიდობით. სულ უფრო და უფრო შიზოფრენიული ხდება ივანიშვილის ზრახვა, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია