დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნოდ პირების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შემუშავდება
ავტორი:
2014/აპრილი/11 19:00:02
საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში პირების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შემუშავდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე კომისიის წევრები იმსჯელებენ. სავარაუდოდ ამგვარი რეკომენდაცია, როგორც კი შევჯერდებით, გამოიცემა და ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა როლანდ ახალაიასთვის ბრალის წაყენების საკითხი დასვა.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ უწყებათაშორის კომისიას გამოცემული ჰქონდა რეკომენდაცია, რომ არ ყოფილიყვნენ დაბარებული დაკითხვებზე პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ საარჩევნო პროცესებში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია