დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანმა ახალი ზელანდიის ელჩი მიიღო
ავტორი:
2014/აპრილი/11 18:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ახალი ზელანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, (რეზიდენციით ქ. ანკარა) ტაჰა მაკფერსონი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია