დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმათლებლო ცენტრში ფილმის ჩვენება მოეწყო
ავტორი:
2014/აპრილი/11 17:00:02
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმათლებლო ცენტრში ორი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "კონსტანტინე მეორე" და "ყვარყვარე ათაბაგი" ჩვენება მოეწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრში ასევე ნაჩვენები იყო ორი დოკუმენტური ფილმი. ღონისძიება პროექტ "ჯარის მეგობართა საზოგადოების" ეგიდით გაიმართა.
თავდაცვის სამინისტრომ კინოჩვენება საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული პროექტის - "გააგრძელე საქართველოს ისტორია" - ფარგლებში განახორციელა. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიის ყველა ეპოქა და აისახება არა მარტო ქვეყნის შიდა, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
ჩვენებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებთან და კაპრალ-სერჟანტებთან ერთად, პროექტის ავტორი გურამ ქართველიშვილი და რეჟისორი შალვა შენგელია დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პროექტ "გააგრძელე საქართველოს ისტორიის" ავტორების გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში გადაღებული ყველა ფილმის საპრემიერო ჩვენება, სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია