დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართველმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა 
ავტორი:
2014/აპრილი/11 12:30:02
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე დამსწრეთ სიტყვით თინათინ ხიდაშელმა, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ბაქრაძემ, გიორგი კანდელაკმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა მიმართეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა რუსეთის მხრიდან ძალადობა დაგმეს და ევროპის საბჭოს ასამბლეას მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდეს. ევროპელი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიით საერთაშორისო ნორმები დაარღვია, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით მათი პოზიცია ორად გაიყო: პოლიტიკოსთა ნაწილი რუსეთისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრობდა, ხოლო ნაწილის აზრით, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებაა აუცილებელი.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია