დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" უწყებათშორისი კომისიის ხვალინდელ სხდომას დაესწრება
ავტორი:
2014/აპრილი/10 23:00:02
"ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორისი კომისიის ხვალინდელ სხდომას დაესწრება, - ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ხუთ ქალაქში გამართული აქციები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტია. მაჭავარიანის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პარტიის წევრების, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და თვითმმართველობების მოქმედი წევრების პროკურატურაში დაბარებასა და დაპატიმრებების საკითხსაც შეეხება. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყანაში საარჩევნო გარემო, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაუარესებულია.
"გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე იმედგაცრუებულნი ვიყავით იმიტომ, რომ არც ერთ ჩვენს საჩივარზე არ ყოფილა რეაგირება უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან. პირიქით, იყო საკმაოდ დაძაბული სიტუაცია და ალბათ, გახსოვთ იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩვენი პარტიის წარმომადგენელთან დაკავშირებით მუდმივი კამათი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელ სხდომას დავესწროთ, მით უმეტეს, რომ დღეს ოცნების წარმომადგენლებმა ძალიან დიდი მასალა მოგვცეს. ის აქცია, რომელიც გუშინ საღამოს დაიგეგმა და, თეორიულად, რომ არა სატელეფონო მოსმენა, ვერ გაიგებდნენ ამ აქციის შესახებ. ფაქტიურად, ყველა ქალაქში მოვიდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები და ხელი შეგვიშალეს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. ამავე დროს, დაგროვდა საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანაპარტიელების დაბარებას პროკურატურაში, დაკავებას ხონის რაიონის გამგებლის და მისი მოადგილის, დუშეთის რაიონში ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ქობულეთის სოფელ ხალაში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის. მოკლედ, ძალიან ბევრი საკითხია, გარემო მნიშვნელოვნად გაუარესებულია. ხელისუფლებას თუ გადაწყვეტილი აქვს ასეთ გარემოში ჩაატაროს არჩევნები, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია