დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ პროექტზე უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/აპრილი/10 16:00:03
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი შალვა შავგულიძე აცხადებს , რომ საკანონმდებლო ინიციატივები არ აზიანებს უშიშროების და უსაფრთხოების ინტერესებს და იცავს პირადი ცხოვრების უფლებას.
"თითქმის 9 თვეა, რაც საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ მომისმენია არგუმენტები, თუ რა ხარვეზებზეა საუბარი. საერთოდ, ამ სფეროს რეგულირების ამოსავალი წერტილი არის ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ, კანონით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებასა და მეორე მხრივ, სახელმწიფო უშიშროების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს შორის. მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტით წარმოდგენილია ბალანსი, რომელიც არ დააზიანებს არც უშიშროების და უსაფრთხოების ინტერესებს და ასევე დაცული იქნება პირადი ცხოვრების უფლება. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გვაქვს ევროპელი ექსპერტების დასკვნები. მათი მხრიდან შენიშვნები იყო პირიქით - მიმართული იქითკენ, რომ უფრო მეტი კონტროლი და პირადი ცხოვრების დაცვის მეტი გარანტიებია საჭირო და არა მეორე მხარის გაძლიერება, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულ თემაზე, სამუშაო რეჟიმში, უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება.
"ვფიქრობთ, მაშინ, როცა შეთანხმებული ვართ შევხვდეთ და ვიმუშაოთ, წინასწარი განცხადებების გაკეთება, მაინც და მაინც მართებული არ არის, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მოვისმენთ მათ არგუმენტებს და ის, რაც გასათვალისწინებელია, გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია