დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - შს მინისტრის განცხადება ოპერატიულ ინფორმაციას ემყარებოდა
ავტორი:
2014/აპრილი/10 10:30:17
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება ოპერატიულ ინფორმაციას ემყარებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ევრომაიდნის სცენარის განმეორებას გეგმავს. სესიაშვილის თქმით, მინისტრი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ოპერატიულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, თავად ამ ინფორმაციის საქმის კურსშია, თუმცა არ შეუძლია ყველა დეტალზე ისაუბროს.
"სცენარი დაახლოებით ასეთი იყო: საქართველოს ხელისუფლების მოქმედებასთან ერთად, მათ უნდა დაეწყოთ საპროტესტო აქციები არჩევნების წინ ან არჩევნების შემდგომ, რომლის მთავარი საბაბი იქნებოდა, თითქოსდა, ხელისუფლება ევროპული გზიდან უხვევს და რუსეთთან კავშირის დამყარებას ცდილობს. ეს იქნებოდა დამყარებული აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილ საფუძვლებზე. შეეცდებოდნენ განეხორციელებინათ დაახლოებით ის სცენარი. ამისთვის, როგორც ოპერატიული ინფორმაცია არსებობს და ეს ჭიკაიძემ განაცხადა, ჰყავთ უკრაინიდან ჩამოყვანული ევრომაიდნის ორგანიზატორები. ცდილობენ კარვები გაშალონ, ამ კარვებს მოაყოლონ გადაღობვა, საბურავების მობილიზება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მიიყვანდა პოლიტიკურ პროცესამდე, ამ ყველაფერს მხარში დაუდგებოდა ალბათ "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, საბურავების შესყიდვა პირდაპირ კავშირში იყო აქციებთან, აქციების მოწყობასთან და იმ პროცესებთან, სადაც მოხდებოდა ამ საბურავების გამოყენება მისი დაწვით. "მაგრამ ამით, ვიღაცვიღაცეები საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაწვავდნენ და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი", - დასძინა დეპუტატმა.
ამასთან, ირაკლი სესიაშვილი არ ეთანხმება უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელსაც არ მიაჩნია სწორად იმაზე საუბარი, რომ ასეთი ტიპის დესტაბილიზაციის მოწყობა ვინმეს შეუძლია. როგორც სესიაშვილი ამბობს, სიტუაციის არევა 10 კაციან ჯგუფსაც შეუძლია.
კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, შსს-ს შეეძლო დალოდებოდა მოვლენებს, "ამ პროექტის განხორციელებას" და შემდეგ უშუალოდ განხორციელების პოროცესში, როდესაც სავარაუდოდ მოხდებოდა კანონდარღვევა, განეხორციელებინა სამართლებრივი დევნა, თუმცა, სესიაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძეს უწონებს, რომ ამის შესახებ წინასწარ განაცხადა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია