დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ სანიკიძე 53-ე სკოლაში არსებულ ვითარებას არანორმალურ პროცესს უწოდებს
ავტორი:
2014/აპრილი/10 10:00:02
ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ თბილისის  53-ე სკოლაში გაკვეთილების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას , - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, მშობლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი დირექტორი და პედაგოგთა ნაწილი სთხოვენ,  ქუჩაში გამოვიდნენ აქციების ჩასატარებლად, რაც დაუშვებელია.
''სკოლაში ახალი დირექტორი უკვე შესულია. შესაბამისად, სწავლა 9 საათზე დაიწყებოდა, თუმცა საერთოდ, პროცესები არ მიმდინარეობს ნორმალურად და ამას ხელს უწყობენ სკოლის ყოფილი დირექტორი და სამწუხაროდ, პედაგოგთა ნაწილი. მე მგონი, ეს ხალხი საერთოდ ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრიათ მოსწავლეებთან მიმართებაში. გუშინ მთელი საღამო შემოდიოდა ზარები შეწუხებული მშობლებისგან, რომ მათ სთხოვენ,  გამოვიდნენ და აქციები მოაწყონ ქუჩაში. ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მასწავლებელი შევიყვანოთ გაკვეთილზე, ბავშვი არ დაზარალდეს და სკოლაში საგაკვეთილო პროცესს საფრთხე არ შეექმნას', - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
53-ე სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დღეს დილიდან სკოლის შესასვლელების ბლოკირება მოა53-ე სკოლაში მიმდიანრე მოველენებს არანორხდინეს.
მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ეკა გახარიას გამოჩენამ სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების პროტესტი გამოიწვია. მოსწავლეები თავდაპირველად სკოლის ეზოში დასხდნენ და სკანდირებდნენ  - "წადი".  შემდგომ კი, გადაინაცვლეს სკოლის შესასვლელთან და მისი ბლოკირება მოახდინეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია