დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ბარამიძე ტრისტან წითელაშვილზე – ვაი, მაგის პატრონს უბედურს
ავტორი:
2014/აპრილი/09 22:30:02
ვაი, მაგის პატრონს უბედურს, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გენერალ ტრისტან წითელაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმად, სნაიპერები, რომლებიც კიევის მაიდანზე ადამიანებს ესროდნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაქვემდებარებული პირები იყვნენ და მათ ჯგუფს კიევში გივი თარგამაძე და გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა.
"ინტერპრესნიუსი" გია ბარამიძეს საკითხის კომენტირებისათვის დაუკავშირდა. იგი ტრისტან წითელაშვილის ვინაობით დაინტერესდა, შემდეგ კი განაცხადა: "ვაი, მაგის პატრონს უბედურს".
ქართული არმიის გენერალმა, ბატალიონ "ავაზას" ყოფილმა სარდალმა ტრისტან წითელაშვილმა რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარებში განაცხადა, რომ სნაიპერები, რომლებიც კიევის მაიდანზე ადამიანებს ესროდნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაქვემდებარებული პირები იყვნენ. მისი კომენტარი დღეს საღამოს რამდენიმე რუსულმა მედიასაშაულებამ, მათ შორის ტელეკომპანია "РТР"-ის საინფორმაციო პროგრამა "Вести"-მ გაავრცელა.
წითელაშვილის თქმით, აქციებში ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა, რომლებიც იქ "ნაციონალების" უშუალო მითითებით იმყოფებოდნენ. "იმ ოთხი ადამიანის ვინაობა ჩემთვის ზუსტად არის ცნობილი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორც სნაიპერები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დასახელება არ შემიძლია. ძიების მასალები ორი კვირის შემდეგ გადაიგზავნება პროკურატურაში. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები. წინა ხელისუფლება მათ სწორედ ასეთი საქმეებისთვის წვრთნიდა. მათ ჯგუფს კიევში გივი თარგამაძე და გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა", – აღნიშნა წითელაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია