დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - რუსეთი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის არჩევნის ნაწილი არ არის
ავტორი:
2014/აპრილი/09 21:30:02
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავად აკეთებენ არჩევანს და რუსეთი ამ არჩევნის ნაწილი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინათინ ხიდაშელმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურიდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელს ევროსაბჭოში რუსეთის წინააღმდეგ მწვავე გამოსვლა ჰქონდა. დეპუტატმა 25 წლის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
"9 აპრილს, 25 წლის წინ ჩემს ქალაქში რუსეთის ჯარი შემოვიდა, მშვიდობიანი დემონსტრაციის დასარბევად. შედეგად 21 დაღუპული, ასობით დაჭრილი და ათასობით მოწამლული ადამიანი მივიღეთ. იმ ტრაგიკულ ღამეს მაინც გვიხაროდა, გვიხაროდა, რომ იმპერიის დასასრული გამოჩნდა და გვჯეროდა, რომ მთელი მსოფლიო იბრძოლებდა მშვიდობისათვის და არ დაუშვებდა იმპერიალიზმს. სამწუხაროდ ისე იგრძნობა, რომ 25 წლის შემდეგაც ისევ იქ ვართ. იმედებით სავსე. რუსეთი კი წლიდან წლამდე საკუთარ ჯარებს კვლავაც აგზავნის მორიგი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ოკუპაციისთვის. ჩვენ, დანარჩენი მსოფლიო ამას თითქოს ვერაფერს ვუპირისპირებთ. ჩემო მეგობრებო, იმათ, ვინც მე-20 საუკუნეში დარჩა, მინდა შევახსენო, რომ საბჭოთა კავშირი დასრულდა. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, როგორ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავად აკეთებენ არჩევანს და რუსეთი ამ არჩევანის ნაწილი არ არის. ასეთია ფაქტები და ისინი არ შეიცვლება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს.
მისივე თქმით, აუცილებლად დაბრუნდება ყირიმი, დნესტრისპირეთიც, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც.
"ასეთია ისტორიის ლოგიკა. ამის დასტურია ის, რომ თქვენ აღარ დგახართ პრაღაში და ტალინში. აღარ არსებობს ბერლინის კედელი, დღეს კოლეგებო სრული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ უკრაინის დემოკრატიულ ხელისუფლებას. ხოლო ხვალ, ასეთივე მკვეთრი და ნათელი პასუხი უნდა გავცეთ რუსეთს, რომ ამ ასამბლეაში, ან დარბაზში ჩვენს გვერდით არ არის ადგილი იმ ადამიანების, ვინც ხმას აძლევს დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაციასა და ანექსიას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია