დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ კორძაია - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ცვლილებებში არავითარი საფრთხე არ არსებობს
ავტორი:
2014/აპრილი/09 19:00:02
არ შეიძლება კანონპროექტი წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს პარლამენტი სახელმწიფო ინტერესებს უპასუხისმგებლოდ ეკიდება , - ასე პასუხობს დეპუტატი თამარ კორძაია მოსმენებთან დაკავშირებულ პაკეტზე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წამოსულ კრიტიკას.
როგორც კორძაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროექტში არაფერია ისეთი, რამაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეიძლება საფრთხე შეუქმნას და ზიანი მიაყენოს.
"ვისურვებდი, რომ მთავრობა ამ შემთხვევაში იყოს კონსტრუქციული და მიმაჩნია, რომ არის კონსტრუქციული. თუ კანონპროექტში სახელმწიფო უსაფრთოების კუთხით რაიმე საფრთხეს ხედავენ, ამას სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ, მაგრამ არავითარი საფრთხე არ არსებობს. არ შეიძლება კანონპროექტი წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ინტერესებს უპასუხისმგებლოდ ეკიდება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრები, პარლამენტი მიიჩნევს, რომ უნდა აღმოიფხვრას ის მავნე პრაქტიკა და რეგულაციები, როცა ხელისუფლებას ფარული მიყურადღების უკონტროლოდ განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა. პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში ფარული მიყურადების შესაძლებლობები და წესი დადგენილია და ამ წესის დაცვით შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი ვალდებულება განახორციელოს და სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფარული მიყურადება განახორციელოს", – აღნიშნა კორძაიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შეიცავს ხარვეზებს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოების უსაფრთხოების კუთხით. თავის მხრივ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, ელექტრონულ კომუნიკაციებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სტრატეგიაზე მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ხალხის მოსაზრებები, პოზიციები, რომელთა უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო უსაფრთოება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია