დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა ნიკა მელია 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს
ავტორი:
2014/აპრილი/09 10:00:01
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა წუხელ 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს.
რუსთაველზე მდებარე მემორიალთან მელიას გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განმუხტვაში სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.
როგორც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები ამბობდნენ, ნიკა მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს უფლება არ აქვთ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.
"თბილისისისთვის მელია არაფერს წარმოადგენს. ის არის რიგითი კრიმინალი. "ნაციონალები" 7 ნოემბერს და 26 მაისს ხალხს აწამებდნენ. ამ სისხლიან მიწაზე მათ მოსვლის უფლება არ აქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა რამაზ გაგნიძემ.
თავად მელიასთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია მათი პროტესტი, რადგან საქმე ეხება დღეს, რომლის ირგვლივაც სრულიად საქართველო ერთიანდება.
"სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემთვის გაუგებარ რამეს აპროტესტებს იმ დღეს, როცა, ტრადიციულად, მთელი ერი ერთიანდება და პატივს მიაგებს დაღუპულ მამულიშვილებს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია