დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ჯავახიშვილი - "ქართუ ბანკის" გაყიდვის თემაზე ჩემთან არანაირი კონსულტაციები არასდროს არ ყოფილა
ავტორი:
2014/აპრილი/08 13:30:02
"ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის გაყიდვის თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ ჯავახიშვილმა "ინტერპრესნიუსს" გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა "ბანკი ქართუს" გაყიდვა გადაწყვიტა და აღნიშნულ საკითხზე უცხოურ ფინანსურ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაყიდის "ქართუ ბანკს", რადგან ბიძინა ივანიშვილი არ არის დამფუძნებელი. მეორეც, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ჩემთან ამ თემაზე არანაირი კონსულტაციები არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
თუმცა, მისივე თქმით, არ შეგვიძლია, ვიყოთ კატეგორიულები იმის თქმაში, რომ ბანკი არ იყიდება.
"ყველაფერი იყიდება, მაგრამ დღესდღეობით არავისთან არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. მე არა ვარ საქმის კურსში, თორემ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება",- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი "როსიისკი კრედიტი-ქართუ" 1996 დაფუძნდა, 1998 წელს კი მას "ბანკი ქართუ" დაერქვა. ამჟამად, ბანკის ერთადერთი ბენეფიციარი, რომელიც 100%-იან წილს ფლობს, უტა ივანიშვილია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია