დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველი ბათუმში ე.წ. მუყაოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/07 20:30:02
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ბათუმში, ე.წ. მუყაოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჩივრები პირადად მოისმინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ "მუყაოს ქალაქის" მოსახლეობის პრობლემები კომპლექსურია და აუცილებელია აღნიშნული საქმით არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაც დაინტერესდეს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საგანგაშოა დასახლებაში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მდგომარეობა, ვინაიდან საცხოვრებელი პირობები და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების არარსებობა, მათ სრულფასოვან განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ე.წ. მუყაოს დასახლების მცხოვრებლების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს სახალხო დამცველი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას დააყენებს.
"მუყაოს დასახლება" ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხებში სოციალურად დაუცველები, მათ შორის მოხუცები, ბავშვები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ. ამ დასახლებაში შესახლებული არიან ეკომიგრანტებიც. მოსახლეობა მათი საქმეების შესწავლასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია