დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიის შემთხევაში, მხარს დავუჭერთ ნატო-ს სამხედრო ოპერაციას
ავტორი:
2014/აპრილი/07 10:30:03
თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას მოახდენს, ჩეხეთი მოსკოვის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა.
როგორც ზემანმა რადიო "პრაღასთან" ინტერვიუში განაცხადა, ასეთ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ოპერაციის ჩატარებას მხარს დაუჭერდა.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში – ლუგანსკში, დონეცსკსა და ხარკოვში გუშინ პრორუსული აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეებმა სახელმწიფო შენობები დაიკავეს. კერძოდ - ხარკოვსა და დონეცკში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები, ხოლო ლიგანსკში უშიშროების სამსახურის შენობა და ეროვნული ბანკის ფილიალი შტურმით აიღეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1269
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია