დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩევნებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
ავტორი:
2014/აპრილი/06 19:30:07
ადგილობრივი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი უკვე მოაწერა.
უწყებათაშორის კომისიას თავად მინისტრი უხელმძღანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში შევიდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. კომისიის მდივანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იქნება.
კომისიის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა. ამ მიზნით კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
უწყებათაშორისი კომისია საჭიროებისამებრ შეიკრიბება, მაგრამ არა ნაკლებ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ - არა ნაკლებ კვირაში ერთხელ.
უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ბოლო ცვლილებების ფარგლებში, კომისიის მუდმივმოქმედ კომისიად ჩამოყალიბების საკითხი განიხილებოდა, თუმცა განხილვების პროცესში საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია