დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, ნაკლებ გამოვყავდეთ წყობიდან ცალკეულ პირებს
ავტორი:
2014/აპრილი/06 13:00:03
ვისურვებდი, ნაკლებ გამოვყავდეთ წყობიდან ცალკეულ პირებს, რომლებსაც მკაფიოდ ეტყობათ ხოლმე, რომ სწორედ ესაა მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში გამგზავრებამდე განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
"დაძაბულობა იზრდება გარკვეულ წრეებში, გარკვეული ყოფილი მაღალჩინოსნების გარშემო და ეს ბუნებრივად იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას. პარლამენტს უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები და პარლამენტის წევრების ჭკუა, გონება და ყველა სხვა რესურსი უნდა იყოს ფოკუსირებული ამ თემებზე. ასე რომ, მე ვისურვებდი, რომ ნაკლებ გამოვყავდეთ წყობიდან ცალკეულ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებით მკაფიოდ ეტყობათ ხოლმე, რომ სწორედ ესაა მიზანი. ხელისუფლების შეფერხება და ოპონენტებთან ზედმეტად ემოციური ოპონირება - ეს სწორედ ხელისუფლების წყობიდან გამოყვანაა და ეს არის ოპოზიციის ამოცანა. იმედი მაქვს, ისინი ამას ვერ შეძლებენ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია