დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში ხვალ ნატო-ს კვირეული გაიხსნება
ავტორი:
2014/აპრილი/06 11:00:02
საქართველოში ხვალ ნატო-ს კვირეული გაიხსნება. კვირეულს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი საერთაშორისო კონფერენციით "გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება" გახსნიან.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბულგარეთის ატლანტიკური კლუბის პრეზიდენტი, ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასი, სახელმწიფო მდივანი, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იანის სარტსი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაილიკ-სილასტე ელინგი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა გენერალური დირექტორი ადრიან დავიდოიუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრჟეი ჩიეშკოვსკი, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ატილა დემკო და სხვ.
კვრიეულის მეორე დღეს, 8 აპრილს ბროშურის "საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში" პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სახელწოდებით "ქართული ჯარის განვითარების ისტორია".
ნატო-ს კვრიეულის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
კვირეული 7-16 აპრილს გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია