დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მანანა კობახიძე - დეპუტატები ვერაფერს გეტყვით რა ედო ექსპერტიზის დასკვნას საფუძვლად
ავტორი:
2014/აპრილი/04 17:30:07
მე, როგორც პარლამენტის წევრს უფლება არ მაქვს ჩემი აზრი გამოვხატო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა.
მისი თქმით, ექსპერტიზის მიმართ ნდობა მხარეებმა უნდა დააფიქსირონ და ამ თემაზე სწორედ პროკურატურამ და დაცვის მხარემ უნდა იმსჯელონ.
,,ჯერჯერობით არ მინახავს ექსპერტიზის დოკუმენტი, თუმცა როგორც პარლამენტის წევრს არ შეიძლება ვიცოდე, რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს თუ არა. ეს საკითხი მხარეებმა, პროკურატურამ და დაცვის მხარემ უნდა გახადოს სამსჯელო. თუ არ არის ექსპერტიზის მიმართ ნდობა, სწორედ მხარეებმა უნდა გახადონ ეს ყველაფერი სადაო. ჩვენ პარლამენტარები ვერაფერს ვერ გეტყვით ამ დასკვნას რა ედო საფუძვლად, არის თუ არა რეალური ის , შევიტანოთ თუ არა ეჭვი. ეს არის მხარეების გადასაწყვეტი. დაცვა და ადვოკატი იმიტომ არსებობს, რომ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტები. მე, ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოს არ შეიძლება რამე კონკრეტული პასუხი მქონდეს ამ თემაზე", - აცხადებს მანანა კობახიძე.
გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული.
დასკვნაში ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები, ნაჭდებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით. მკვრივ, ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის და ბლაგვი ზედაპირის ნებისმიერი საგანი, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რითაა აღნიშნული დაზიანებები მიყენებული, დასადგენია გამოძიების მიერ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, დასკვნაში ისიც მითითებულია, რომ "გვამის დათვალიერების ოქმში, რომელიც გამომძიებლის მიერაა შედგენილი, არასრულყოფილადაა აღწერილი ის დაზიანებები, რომელიც გვამს აღენიშნება".
ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თემაზე დღეს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგია დაგეგმილი.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია