დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გადადიან უზრდელობაში, რათა დანაშაული ჩადენილი გადაფარონ
ავტორი:
2014/აპრილი/04 15:00:03
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გადადიან უზრდელობაში, რათა აჟიოტაჟითა და სკანდალით გადაფარონ დანაშაული, რაც ჩადენილი აქვთ , - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ჟურნალისტებთან
მისი თქმით, უმცირესობის წევრები კარგავენ გარკვეულ რესურს, რომლითაც დაკომპლექტებული ის სამსახური, რომლის კონტროლზე აყვანას ჩვენ ვგეგმავთ. სწორედ ამან განარისხა უმცირესობა
"ჩვენ ვთავაზობთ აბსოლიტურად ევროპულ სისტემას ფინანსური გადარიცხვების და კონტროლის, მაგრამ ეს გაცხოველებული წინააღმდეგობა "ნაციონალების" გამოიწვია იმან, რომ ახლა კარგავენ გარკვეულ რესურს, რომელიც სავსებით ობიექტურ კონტროლს და მართვას უნდა დაემქვემდებაროს. დღეს პარლამენტში ხდება უმსგავსოება. ენას ძვალი არ აქვსო, იტყვიან და უმცირესობის წევრები გადადიან უზდელობაში, რათა ამ აჟიოტაჟით და სკანდალით გადაფარონ ის, რაც აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე", - აცხადებს გია ვოლსკი.
პარლამენტში დაპირისპირება იმ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან, ფინანასთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია