დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო უმცირესობა თათუხაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს
ავტორი:
2014/აპრილი/03 18:00:02
საპარლამენტო უმცირესობა შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხდა, პროკურატურა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იტყუებიან, რადგან ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ დღეს სხდომაზე აჩვენა, საქმესთან კავშირში არ არის.
"პროკურატურა ეუბნება საზოგადოებას, რომ თათუხაშვილი თავისი ნებით მივიდა პროკურატურაში, მისცა მათ სასურველი ჩვენება და ამის შემდეგ დაცვა მოითხოვა, რადგან შესაძლებელი იყო მასზე ზეწოლა განხორციელებულიყო. პროკურატურის ვერსიით, თათუხაშვილი დაცვამ საკუთარ სახლში მიიყვანა მისივე თხოვნით და მან რკინის გისოსებიდან გაქცევა მოახერხა. ის რამდენიმე დღე იყო ტყეში, საიდანაც გამოვიდა დაბანილი, დასუფთავებული და დადიოდა გასართობ დაწესებულებებში, სადაც ის მთვრალი დებოშს აწყობდა. შემდეგ აკავებენ და მიჰყავთ დაკითხვაზე. უმრავლესობამ დღეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ დაგვესვა კითხვები. აჩვენეს ფირები, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის. მთავარი პროკურორი კი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საპარალამენტო უმცირესობას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია