დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ნატო-ს ღია კარის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/აპრილი/03 11:00:07
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატო-ს ღია კარის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ნატო-ს ღია კარი - ათი წელი "ბიგ ბენგიდან" ვილნიუსში 3-4 აპრილს იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე დღეს სიტყვით გამოვა მინისტრების მრგვალი მაგიდის სესიაზე - "ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის რელევანტურობა". მთავარი განსახილველი თემები იქნება ევროპაში და მის საზღვრებთან სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობა და ის, თუ როგორ აღიქმება და რა მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას ბალტიის, ბალკანეთის და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია