დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თომას ჰამერბერგი - ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის მოკლე ვადაში გამოძიება შესაძლებელია
ავტორი:
2014/აპრილი/02 20:30:02
ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის საკონსტიტუციო-სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგის განცხადებით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის საქმეზე რაც შეიძლება სწრაფად სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს.
როგორც ჰამერბერგმა ჟურნალისტებს დღეს ბიზნესმენებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამ ტიპის შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ხდება ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი, მნიშვნელოვანი შემთხვევაა არა მხოლოდ პირადად მისთვის, არამედ ქვეყანაში დემოკრატიისთვის.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის საქმე რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული, რადგან როდესაც პარლამენტარი, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ამ ტიპის ბრუტალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, ეს არის სერიოზული შემთხვევა არა მხოლოდ მისთვის პირადად, არამედ მთლიანად დემოკრატიისთვის. მაგრამ მეორეს მხრივ, მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ დასკვნების სწრაფად გამოტანა, უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება, რომელიც უნდა იყოს გამჭვირვალე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ არსებობს ერთ-ერთი მანქანის იდენტიფიკაციის საშუალება, ვინაიდან კამერების მიერ დაფიქსირებულია მისი ნომერი", - განაცხადა თომას ჰამერბერგმა. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მოკლე ვადაში შესაძლებელია.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია