დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ვაიმარის სამკუთხედის" წევრი ქვეყნები ევროკავშირის ახალი პოლიტიკის მოთხოვნით გამოდიან
ავტორი:
2014/აპრილი/02 12:00:02
საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსსა და აზერბაიჯანს უნდა მიეცეთ როგორც დასავლელ, ისე აღმოსავლელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამის შესახებ "ვაიმარის სამკუთხედის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული სამსახური ავრცელებს.
ამასთან, უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, "ვაიმარის სამკუთხედის" წევრი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი აღმოსავლეთევროპელი მეზობლებისადმი ევროკავშირის ახალი პოლიტიკის მოთხოვნით გამოდიან.
"სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების აზრით, აღმოსავლეთევროპული ქვეყნები აღარ უნდა დადგნენ მკაცრი არჩევანის წინაშე – აირჩიონ ევროკავშირი თუ რუსეთი", - ნათქვამია Deutsche Welle-ს სტატიაშია.
Deutsche Welle-ს ცნობით, "ვაიმარის სამკუთხედის" წევრებმა აღიარეს შეცდომა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს მოსკოვის რეაქცია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებასთან მიმართებაში.
"პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ევროკავშირს, აამოქმედოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად", - აღნიშნავს Deutsche Welle.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია