დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნიკა მელიამ მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" შეჩერებული მშენებლობა დაათვალიერა
ავტორი:
2014/აპრილი/01 15:00:02
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, ნიკა მელიამ, დღეს, წლების განმავლობაში მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" შეჩერებული მშენებლობა დაათვალიერა. მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ნიკა მელიამ სამუშაოების განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"დელისი-უნივერსიტეტის" ხაზის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო, ხაზი 1,5 კმ. სიგრძისაა და იქ ორი სადგურის ("ვაჟა ფშაველა" და "უნივერსიტეტი"), გვირაბებისა და ჩიხების მოწყობა იყო გათვალისწინებული.
ერთი გადასარბენისა და სადგურ "ვაჟა ფშაველას" მშენებლობა ღია მეთოდით ხორციელდებოდა, ხოლო მეორე გადასარბენის, სადგურ "უნივერსიტეტისა" და ჩიხების მოწყობა დახურული მეთოდით შახტების მეშვეობით იგეგმებოდა.
კონსერვაციაში მყოფი ნაგებობების მოვლა-შენახვით სამუშაოებს 2007 წლის ჩათვლით, კომპანია "მეტრომშენი" ახორციელებდა და საშუალოდ ამ სამუშაოებზე წლის განმავლობაში 500 ათასი ლარი იხარჯებოდა, ხოლო 2008 წლის შემდეგ, მოვლა-პატრონობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია არტეზიული წყლების ამოტუმბვას, გვირაბების ვიზუალურ კონტროლსა და შახტებში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვით სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ახორციელებს. აღნიშნულ უბანს კომპანიის 18 თანამშრომელი ემსახურება.
2000 წლიდან დღემდე აღნიშნულ სამუშაოებზე დაახლოებით 5 მლნ ლარი დაიხარჯა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია