დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/31 20:00:03
10 აპრილს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საინვესტიციო და განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას გამართავს.
ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.
"საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ლატვია ასევე წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერ ქვეყანას, როგორც ევროკავშირში, ისე სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და კმაყოფილებით აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება. გამოითქვა იმედი, რომ ივნისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მხარეებმა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ლატვიის პარლამენტში არსებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი არის ყველაზე მრავალრიცხოვანი. საუბარი ასევე შეეხო კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებს და ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას", – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია