დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძემ ევროპარლამენტის დელეგაციასთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარების საკითხი განიხილა
ავტორი:
2014/მარტი/31 18:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროპარლამენტის დელეგაციასთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარების საკითხი განიხილა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე. "საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ვისაუბრეთ სხვა საკითხებზეც, რომელიც საქართველო-ევროკავშირთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე უცხოელი სტუმრების ვიზიტის კუთხით ინტენსიური იყო. "დილით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საერთოდ მთავრობის. გარდა ამისა, ლიტვის სეიმი გვყავდა სტუმრად. ხოლო ახლა ევროპარლამენტის დელეგაცია მივიღე", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია