დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა პროკურატურას სააკაშვილის დაკითხვის "სამართლებრივად აპრობირებულ მოდელს" სთავაზობს
ავტორი:
2014/მარტი/29 14:30:02
გიგი უგულავა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის სამართლებრივ გამოსავალს სთავაზობს. ამის შესახებ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, გუშინ მას საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და უფლებამოსილია საზოგადოებას მისი სახელით ინფორმაცია მიაწოდოს. უგულავამ აღნიშნა, რომ პროკურატურის მეტყველება სამართლებრივ ენას სცილდება და მდარე ხარისხის პუბლიკაციას გავს. უგულავას თქმით, დღესაც პროკურატურას სურს მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა საკითხზე დაკითხოს.
უგულავას თქმით, მთავარ პროკურატურას ყაჩაღი ფარცხალაძე მართავს, რომელიც კერძო პირის, ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელია. ასეთ პროკურატურას კი არც მიხეილ სააკაშვილი და არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები არ ენდობიან და მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
უგულავას განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" იყო კანონის უზენაესი მორჩილი და ამ იდეალების მომხრე მუდამ დარჩება. სწორედ ამიტომ, გიგი უგულავა პროკურატურას სამართლებრივად აპრობირებულ მოდელს სთავაზობს თუ როგორ შეიძლება დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი.
გიგი უგულავას განცხადებით, სამართლებრივად სწორი პროცედურაა, რომ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე პროკურატურამ წარადგინოს დასაკითხ პირთა სია. გიგი უგულავა აცხადებს, რომ პროკურატურას შეუძლია დასაკითხ მოწმეთა სიაში შიყვანოს მიხეილ სააკაშვილი. მისივე განმარტებით, თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას, მაშინ ეს შესაძლებელია სკაიპით განხორციელდეს სასამართლოს სხდომაზე, სადაც კამერები იქნება ჩართული და საზოგადოებას საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს პროცესს.
უგულავამ მაგალითისათვის ასევე მოიყვანა მისი სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურას დაკითხული არ ჰყავდა "რაკიინ ჯორჯიას" დირექტორი გელა მიქაძე, თუმცა ეს პიროვნება სასამართლოზე დასაკითხ პირთა შორის იყო.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია