დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ჟვანიას საქმის კადრების გასაჯაროებამ საგამოძიებო მოქმედებაში სერიოზული არევ-დარევა შეიტანა
ავტორი:
2014/მარტი/29 09:30:02
ჟვანიას საქმის კადრების გასაჯაროებამ საგამოძიებო მოქმედებაში სერიოზული არევ-დარევა შეიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
"არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებით დაიწყო. გამომძიებელი საიდან დაიწყებს და რითი დაამთავრებს, ვის როდის დაკითხავს, მისი გადასაწყვეტია. მე ვიყავი ის, ვინც ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით განვაცხადე: ხალხო, გვეყო მალე იქნება. რატომ გვეყო?! გასაგებია რატომაც! ჩვენ რომ ვამბობდეთ, აქ სირთულეებია და არ ვიცით, როდის დამთავრდება გამოძიება, გასაგებია, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ მალე იქნება, მალე იქნება, მალე იქნება, ან უნდა იყოს ეს მალე ან ვთქვათ, რომ ვერ იქნება. საჯაროდ მივმართე ამ თემაზე სამართალდამცველ ორგანოებს. მე, როგორც ვიცი და ძალიან ცოტა ვიცი, ამ საქმეზე, გამოძიების გეგმა ეფუძნებოდა განმეორებით შესაძლო ექსპერტიზას, რომლის ჩატარებაზე იყო საუბარი, ჯერ ერთ ქვეყანასთან მიდიოდა მოლაპარაკებები, მერე შეფერხდა. შემდეგ სხვა ქვეყანასთან, როცა საქმე საქმეზე იყო მისული, მოხდა იმ ცნობილი კადრების გასაჯაროება, რომელმაც ჩემი ინფორმაციით, სერიოზული არევ-დარევა შეიტანა საგამოძიებო მოქმედებაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ტიპის საქმეზე, მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაზე გამოძიება სჯობს მაშინ, როცა საგამოძიებო პროცესი თითქმის დასრულებულია, თუმცა, ვიდეო და ფოტომასალის ატვირთვამ პროცესი დააჩქარა. "ვინც ეს მასალა დაუტოვა ახალ პროკურატურას, ის რატომ არაფერს აკეთებდა, რომ ხელახალი ექსპერტიზა ჩაეტარებინა და გამოეძიებინა?! აქ არის კითხვები და არა იქ, ამათ რატომ დაიწყეს კადრების შემდეგ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია