დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა ბრიუსელის ფორუმის პირველი დღე შეაჯამა 
ავტორი:
2014/მარტი/22 17:30:16
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეაჯამა ბრიუსელის ფორუმის შედეგები და განაცხადა, რომ გარდა ფორუმით გათვალისწინებული სესიებისა, იყო საინტერესო შეხვედრები, ასევე ძალიან სერიოზული განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა მაღალჩინოსნების მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ნატოს გენერალურიმდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლაზე. „ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს ფორუმზეც და პირად შეხვედრებზეც აღნიშნა, რომ ნატოს მოუწია სერიოზული ცვლილებების შეტანა განვითარების გეგმებში, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რუსეთიდან მოდის. ნატო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს სამი მიმართულებით. პირველი ნაბიჯი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაა. ამ თვალსაზრისით ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები, მიიღებენ დამატებით დახმარებას. მეორე ნაბიჯია დახმარება უშუალოდ უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად სამხედრო დახმარებაზეც გაკეთდა აქცენტი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამღლებისათვის. ასევე მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად ზოგადადურთიერთობა გაღრმავდება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოსთან მრავალი წელია პარტნიორულ ურთიერთობაში არიან.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია