დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმას ყოველ წუთს ელოდებიან
ავტორი:
2014/მარტი/21 23:00:02

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაესხას თავს. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლეონიდ პოლიაკოვმა განაცხადა, რომ უწყებაში რუსეთის მიერ უკრაინის მატერიკულ ნაწილზე აგრესიის გავრცელების გამო შიშობენ.
მისი თქმით, უკრაინის ამ ნაწილზე რუსეთის აგრესიის მცდელობები არ წყდება.
"ჩვენი ქვეყნის საზღვართან დაგროვილი სამხედრო პოტენციალი ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული", – განაცხადა პოლიაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა, რომელიც სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა, უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან გადაიწია, მაგრამ თავის სამხედრო ნაწილებში არ დაბრუნებულან, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვართან სიახლოვეს განთავსდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია