დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ჭიკაიძე სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/21 14:30:04
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ, სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ზუბადალაშვილი, ცეტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ივანე პაპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის ქვეყნებში შსს-ს წარმომადგენლების - პოლიციის მეკავშირე ოფიცრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის, უკრაინის, საფრანგეთის, ევროკავშირის, აშშ-ს, თურქეთის, გერმანიის, სომხეთის, ბელგიის, აზერბაიჯანის და ნიდერლანდების წარმომადგენლები.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, რამდენადაც იგი ოპერატიული კუთხით კოორდინირებას უწევს სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის სახელმწიფოების პოლიციის, უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს.
გარდა ამისა, 2013 წლის 4 ოქტომბრის "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შსს-მ აიღო ვალდებულება პერიოდულად გამართოს პოლიციის და უსაფრთხოების ატაშეების - მეკავშირე ოფიცრების ფორუმი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია