დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუგზარ წიკლაური - მთავრობა აღიარებს, რომ ჟვანიას საქმე ვერ გაიხსნა
ავტორი:
2014/მარტი/21 02:00:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაკავებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება .
"პროკურატურის ბრიფინგით მთავრობა აღიარებს, რომ მტკიცებულებები არ არის, ბრალდება უსუსურია და საქმე ვერ გაიხსნა. ეს შუაღამის ცირკი კი ეჭვების დასატოვებლად დასჭირდათ. მალე იტყვიან, რომ ახალი ექსპერტიზა ძველი ძალადობის კვალს ვერ დაადგენს დროის გასვლის გამო. მგონი აღარავინ დარჩა, ვისაც ამათ დეგენერაციაში ეჭვი ეპარება", - წერს ნუგზარ წიკლაური.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავა. როგორც ცოტა ხნის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია