დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - სად არის პრემიერი, ჩრდილოვანი პრეზიდენტი?! ჩემს გარდა რატომ არავინ ლაპარაკობს საერთაშორისო არხებზე?!
ავტორი:
2014/მარტი/20 19:00:03
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ გარემოებებში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა, საქართველოსთვის ყოველი წუთი და ყოველი დღე მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ამ ვითარებაში, საქართველოს მთავრობა "მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმამაღლა უნდა ყვიროდეს". "ჩემს გარდა რატომ არავინ ლაპარაკობს საერთაშორისო არხებზე?! მე აღარ ვარ თანამდებობის პირი. სად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სად არის საქართველოს ჩრდილოვანი პრეზიდენტი?! მე უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, რომ საქართველო საფრთხეშია?! მე უნდა ვლაპარკობდე ოკუპაციაზე, მე უნდა ვლაპარაკობდე 2008 წელზე?! მე უნდა დავდიდოდე ყველა კარზე და ვაკაკუნებდე ამ სიტუაციაში?!", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გაუგებარია ამ დროს რით არიან დაკავებულები საქართველოში ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის მხოლოდ მთავრობაზე არ საუბრობს. "მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა დასხდნენ და დაანებონ თავი ინტრიგებს, მით უმეტეს ბინძურ ინტრიგებს, მით უმეტეს შავ ოთახში, სადაც არ არსებობს შავი კატა. 90% მსოფლიოს არხების ტელეეთერების მე მაქვს დაკავებული. ეს არ არის ყოფილი პრეზიდენტების, გადამდგარი პოლიტიკოსების საქმე. დღეს წყდება საქართველოს ბედი და დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის გადასაწყვტია ეს. მათი დრო კი რით არის დაკავებული?! გავა ცოტა დრო და ყველას შეგვრცხვება, რომ საქართველოს ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში წვრილმანი ვენდეტებით და შურისძიებებით ვიყავით დაკავებულები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია