დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერო საქართველოს კატასტროფათა რისკის შემცირების საკითხებში დახმარებას გაუწევს
ავტორი:
2014/მარტი/20 18:30:03
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს კატასტროფათა რისკის შემცირების ეროვნული სისტემების გაძლიერებაში დახმარებას გაუწევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე გაერო-ს შეფასების მისიის პირველადი შედეგების წარდგენა გაიმართა. კატასტროფათა რისკის შემცირების სფეროში ეროვნული შესაძლებლობების შეფასება ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების სამუშაო ჯგუფმა განახორციელა.
"საქართველო მუდმივად დგას ბუნებრივი კატასტროფების რისკის წინაშე, რაც საგრძნობ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. საერთაშორისო დახმარება და რჩევა კატასტროფათა რისკის შემცირების საკითხებში ნამდვილად მისასალმებელია", - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი მისიის მსვლელობაში, სამუშაო ჯგუფმა საქართველოს კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა კატასტროფათა რისკის მართვის არსებული მექანიზმები შეისწავლა და გამოავლინა ის სფეროები, რომლებიც დამატებით სრულყოფას საჭიროებენ.
ჯგუფის მიერ შემუშავებულ პირველად შეფასებას მოჰყვება კონსულტაციები საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამის შემდგომ შემუშავდება კატასტროფათა რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას 2014 წლის ბოლომდე წარედგინება.
აღნიშნული შეფასება საქართველოს მთავრობის თხოვნითა და გაერო-ს წარმომადგენლობის ორგანიზებით განხორციელდა. სამუშაო ჯგუფში გაერო-ს მუდმივმოქმედი უწყებათშორისო კომიტეტის (IASC), გაერო-ს სპეციალიზირებული ჯგუფის - კატასტროფების შემცირების ინიციატივის შესაძლებლობა (CADRI), გაერო-ს სააგენტოების, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1403
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია