დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი რუსეთისთვის სავალუტო რეზერვების გაყინვას მოითხოვს
ავტორი:
2014/მარტი/20 18:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთისთვის სავალუტო რეზერვების გაყინვის ინიციატივით გამოდის.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთნ საუბარში განაცხადა, ის თავიდანვე მოითხოვდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჯერ დაწესებულიყო სავიზო სანქციები და კონკრეტული პირების ანგარიშები გაყინულიყო.
"როგორც საერთაშორისო ეთერებით, ასევე სენატორებთან მქონდა საუბარი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებოდი, რომ პირველი ტალღა სანქციების უნდა იყოს სავიზო სანქციები, ანგარიშების გაყინვა და კონკრეტული დამნაშავეების სიის შედგენა.
ეს კეთდება და სიები ამ კვირაში კიდევ დაემატება. მაგრამ, ახლა, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, სადაც იქნება ევროპის ხელმძღვანელთა უმეტესობა, მე მინდა დავაყენო საკითხი, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განიხილონ რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვა. რაც ფული აქვს რუსეთს, დოლარებში და ევროებში, ინახება ევროპასა და ამერიკაში, ბანკებში. თავის დროზე ეს სანქცია ამერიკამ და ევროპამ ირანის წინააღმდეგ გამოიყენა. თუ გაბედავენ და გამოიყენებენ რუსეთის მიმართაც, რუსეთი უკან დაიხევს. მაგრამ უნდა გაბედონ და გამოიყენონ. ეს რადიკალური ზომაა, მაგრამ სიტუაცია არის ძალიან მკვეთრი და ძალიან რადიკალური", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია