დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს
ავტორი:
2014/მარტი/20 16:30:03
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს.
"ჩემო იეზიდო თანამემამულენო, სულითა და გულით გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს - კლოჩე სარე სალეს. საუკუნეთა განმავლობაში ამ შესანიშნავ დღეს თქვენ ზეიმობთ გაზაფხულის შემობრძანებას - აღორძინების, განახლების, სულის სიმტკიცისა და ტრადიციების გაგრძელების სიმბოლურ დღესასწაულს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ჩვენი საერთო ქვეყნის აღმშენებლობაში შეგაქვთ. იეზიდთა ერთგულება და მაღალი სამოქალაქო შეგნება უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ულამაზესი ტრადიციები და თვითმყოფადობა, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებთ და განამტკიცებთ, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. დღეგრძელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის იეზიდი ხალხის მიმართ მილოცვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია