დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი წერეთელი - გამოძიებამ საბოლოოდ უნდა გაარკვიოს, ვინ ატვირთა მასალა
ავტორი:
2014/მარტი/20 12:30:02
კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიებამ საბოლოოდ უნდა გაარკვიოს, ვინ ატვირთა მასალა, რაც გაცილებით იოლი პროცესია, - აცხადებს ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელი.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეკულაციები საბოლოოდ უნდა მორჩეს და გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში.
"პროცესი, რომელიც თან ახლავს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას, იღებს ცუდ და უცნაურ ფორმას. მუდმივად ხდება ამ საკითხის წამოწევა და სპეკულირება საჭიროებების მიხედვით, რომელიც ზოგჯერ უკავშირდება საარჩევნოდ არასასიამოვნო მოვლენის გადაფარვას. არაერთხელ მოვისმინეთ ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან, რომ გამოძიების ბოლო ეტაპია და ყველაფერს ნათელი მოეფინება. მაგრამ, არაფერი არ ყოფილა იმგვარი, რომლითაც დასრულდებოდა ამ საკითხზე მსჯელობა. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით ამას და დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. რაც შეეხება ამ ფოტომასალას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, ვინ ატვირთა ეს ყველაფერი. ამის გამოძიება გაცილებით მარტივია", - აცხადებს უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია