დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო - არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ჟვანიასა და უსუფოვის ფოტოების ავთენტურობას დაადგენენ
ავტორი:
2014/მარტი/20 09:30:03
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებული ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ფოტოების ავთენტურობას დაადგენენ.
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"მე ამ საქმის სპეციალისტი არ გახლავართ, რომ შეფასება გავაკეთო, ავთენტურია თუ არა ფოტოები. თუმცა, ვფიქრობ, რომ არსებობენ ამის სპეციალისტები და ისინი ყველა საკითხს გასცემენ პასუხს", - განაცხადა სერგეენკომ.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სახელწოდებით - "სააკაშვილი მკვლელი". ფოტომასალაზე ასახული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრები.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია