დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი მუნიციპალური საწარმოების დასაფინანსებლად დედაქალაქის ბიუჯეტში 10 მლნ ლარია გამოყოფილი
ავტორი:
2014/მარტი/19 19:00:03
თბილისის საკრებულოში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მუხლები განიხილეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოში ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მუხლები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ აღნიშნა, მისი და საკრებულოს დეპუტატის მამუკა კაციტაძის ინიციატივით, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 10 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც ახალი მუნიციპალური საწარმოების დაფინანსებასა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ანალოგიური პროგრამები ცენტრალურ ბიუჯეტშიც არსებობს, თუმცა აღნიშნული თანხა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოლიგარქებს ხმარდებათ.
კუკავას თქმით, საკრებულოს ამოცანაა, ეს თანხა მოხმარდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობის წამოსაწყებად იპოთეკის ჩადება არ შეუძლიათ და არც საკრედიტო ისტორია გააჩნიათ. დეპუტატის განცხადებით, მერია ვალდებულია დაინტერესებულ პირს რომელიმე უბანში იჯარით გამოუყოს ფართი და მისი ბიზნესის წარმოებას ხელი შეუწყოს.
დღესვე კახა კუკავამ მიმართა მოსახელობას და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც გააჩნია კარგი იდეა, სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს მიმართოს მერიას ან ისარგებლოს საკრებულოს შესაბამისი კომისიის შუამდგომლობით, რომელიც აუცილებლად გაუწევს მას ლობირებას ბიზნეს-კრედიტის ასაღებად.
საკრებულოს დეპუტატის მამუკა კაციტაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საწარმოების თანადაფინანსებას და მცირე ბიზნესის განვითარებას, არამედ ქართული პროდუქციისა და სამუშაო ადგილების შექმნას. მისივე თქმით, კრედიტის რაოდენობაზე მერია იმსჯელებს, საკრებულო კი საკითხს კონტროლზე აიყვანს და მონიტორინგს ბოლომდე განახორციელებს.
"კარგია სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, მაგრამ ამ ფინანსურმა დოკუმენტმა მეწარმეობისადმი მზრუნველობაზე ყურადღება აუცილებლად უნდა გამოიჩინოს", _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის წევრებმა დღესვე სოციალურ საცხოვრისებზეც იმსჯელეს.
სხდომას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია