დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
ავტორი:
2014/მარტი/19 11:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში, ქ. ბრუსელში გაემგზავრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ალექსი პეტრიაშვილი "მარშალის ფონდის" საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში, კერძოდ, დისკუსიაში - "საუბრები ბარონესა ქეთრინ ეშტონთან" მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან თომას ბაგერთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან საიმონ ფრეიზერთან. ასევე, დისკუსიები გაიმართება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ამერიკის შეერთებული შტატების German Marshall Fund-ის ბრუსელის ფორუმზე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები, პარლამენტარები, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომდგენლები იკრიბებიან.
ფორუმის მონაწილეები გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, კრიზისების დაძლევის გზებსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე მსჯელობენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია